საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

კონკურენტული ინოვაციების კონკურსის (CIF)  №CIF-2-2024-12 გამარჯვებული პროექტის მთავარ მიზანს სამი საგანმანათლებლო დაწესებულების სადოქტორო საფეხურზე ინსტიტუციური შესაძლებლობების გაძლიერებას წარმოადგენს. კერძოდ, ხელი შეუწყოს საგანმანათლებლო დაწესებულების სტუდენტებისა და აკადემიური პერსონალის აღჭურვას იმ უნარ-ჩვევებითა და სერვისებით, რომლებიც მათ მხარს უჭერს შესაბამისი ინფრასტრუქტურითა და  ინტერნაციონალიზაციის შესაძლებლობებით.

 

პროექტი ხორციელდება თსუ-ის განათლების მეცნიერებათა დეპარტამენტისა და მისი პარტნიორი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების (უსდ) ჩართულობით, რომლებიც ქმნიან კონსორციუმს, რომლის ფარგლებშიც გაზიარებულია საერთაშორისო პარტნიორი ინსტიტუტების საუკეთესო პრაქტიკა და სტანდარტები.

 

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი (თსუ) წარმოადგენს კვლევით დაწესებულებას საქართველოში, რომელიც მიმართულია კვლევითი სტრუქტურების ხელშეწყობისა და ახალი ცოდნის გენერირების შესაძლებლობების გაღრმავებისკენ, რითაც ხელს უწყობს საზოგადოების განვითარებას. თსუ-ში სადოქტორო პროგრამები დეცენტრალიზებულია და ხორციელდება არსებულ შვიდივე, მათ შორის ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტზე. ამ ფაკულტეტის ბაზაზე, განათლების მეცნიერების მიმართულებით არსებობს ორი სადოქტორო პროგრამა, რომელმაც მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა როგორც ეროვნულ, ისე გლობალურ დონეზე. ამ მხრივ ინოვაციას წარმოადგენს ის ფაქტი, რომ პროგრამა ,,განათლების მეცნიერებები“ ახორციელებს ერთობლივ სადოქტორო საგანმანათლებლო პროგრამას სამ რეგიონულ უნივერსიტეტთან (მათ შორის აკაკი წერეთლის სახელობის ქუთაისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან) საქართველოში, რასაც მოჰყვა ინგლისურენოვანი ინსტრუქციული სადოქტორო პროგრამის "პროფესიული განათლება" დაარსება ოტო -ფონ-გუერიკე-მაგდებურგის უნივერსიტეტთან თანამშრომლობით (OvGU).

 

აკრედიტაციის ექსპერტების მხრიდან დადებითად შეფასდა "პროფესიული განათლების" პროგრამა, რაც ეროვნულ და რეგიონულ დონეზე ხელს შეუწყობს შესაბამისი ეკოსისტემის შექმნას. პროგრამა შეიქმნა ხარისხის უზრუნველყოფის ყოვლისმომცველი მიდგომებით, რაც აერთიანებს თვითაკრედიტაციის პროცესის მსგავს მკაცრ შიდა შეფასების მექანიზმებს.

 

დღესდღეობით ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან და კაპოდისტრიის სახელობის ათენის ეროვნულ უნივერსიტეტთან პარტნიორობით ვითარდება ერთობლივი სადოქტორო პროგრამა "განათლებისა და მეცნიერების ადმინისტრირება".

 

აკაკი წერეთლის სახელობის ქუთაისის სახელმწიფო უნივერსიტეტი ახორციელებს ხუთ, ხოლო კავკასიის უნივერსიტეტი ოთხ სადოქტორო პროგრამას.

 

პროგრამების გაუმჯობესება ხორციელდება ოთხი ძირითადი მიმართულებით:

  1. Phd პროგრამების დაგეგმვისა და განხორციელების პროცესის განვითარება
  2. საერთაშორისო აკრედიტაციის (FIBAA) მომზადება და შესრულება.
  3. საკანონმდებლო ბაზის განახლება და ოპერაციონალიზაცია
  4. მობილურობა

 

ერთობლივი პროგრამის ფარგლებში, ისევე როგორც cotutelle-ისთვის უზრუნველყოფილია კურსდამთავრებულთა თავსებადობა ადგილობრივ და საერთაშორისო სივრცეში. მიდგომები დაფუძნებული იქნება თანამედროვე ტენდენციებზე, რასაც ევროპული და გლობალური განათლების სფერო აწყდება სადოქტორო განათლების კუთხით.

 

პროექტის განმავლობაში დაგროვილი გამოცდილება და ხელშესახები შედეგები გაზიარდება არა მხოლოდ პარტნიორ უნივერსიტეტებში, არამედ მოსალოდნელია, რომ იგი ზეგავლენას მოახდენს საქართველოს სხვა უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებზე, რაც გახდება სადოქტორო საფეხურზე ინტერნაციონალიზაციის განვითარების ხელშეწყობის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი.

 

პროექტში მონაწილე ქართული უნივერსიტეტები:

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი

კავკასიის უნივერსიტეტი

აკაკი წერეთლის სახელობის ქუთაისის სახელმწიფო უნივერსიტეტი